ბუნებრივი აირი დეკემბრიდან შეიძლება ისევ გაძვირდეს თბილისში. სწორედ წლის ბოლოსაა ჩანიშნული სემეკის სხდომა, რომელზეც დღეს მოქმედი ტარიფებს უნდა გადახედონ.
„ჩვენ თავის დროზე ბუნებრივ აირთან დაკავშირებით 3-წლიანი ტარიფები დავადგინეთ, რომლის ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. შესაბამისად, დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა. თუმცა, თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და ძირითადი პარამეტრებიც უცვლელი დარჩება, მაშინ ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება.
ბუნებრივი გაზის სექტორში განაცხადები უკვე მიღებული გვაქვს, რადგან სატარიფო ვადა დეკემბერში იწურება.
შექმნილი გვაქვს აუდიტის სპეციალური ჯგუფი, რომელიც თითოეულ კომპანიაში შედის და სწავლობს მათ შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას. ჯამში 22-მა კომპანიამ შემოიტანა განაცხადი, საიდანაც მსხვილი კომპანიები 3-ია, ხოლო დანარჩენი შედარებით მცირე კომპანიებია“, – აღნიშნა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ პალიტრანიუსის ეთერში. საუბრისას.
წყარო: მთავარიტვ