ქალაქ ოზურგთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება მიმდინარეობს.
იქ მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერონ აღნიშნული დანაყოფების სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
მოზარდები და ბავშვები სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებზე მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიან მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე.
ავტორი