ციმბირის ქალაქ ირკუტსკში, რუსული სამხედრო თვითფრინავი სუ-30 კერძო საცხოვრებელ ხის სახლს დაეჯახა. – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა იგორ კობზევმა განაცხადა. ინფორმაცის РИА Новости ავრცელებს.
“წინასწარი მონაცემებით, ირკუტსკში ,,სუ’’ კატეგორიის თვითმფრინავი პრჟევალსკის ქუჩაზე ორსართულიან სახლს დაეცა”, – ნათქვამია მის Telegram არხზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულ შტაბში განაცხადეს, რომ რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-30, საცდელი ფრენის დროს ჩამოვარდა. უწყების ცნობით, თვითმფრინავი პაველ კრასილნიკოვის ქუჩაზე მდებარე სახლს შეეჯახა. ორივე პილოტი დაიღუპა, მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თვითფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხანძრი 200 კვ.მ ფართობზე გავრცელდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. ინციდენტის შედეგად კი, 150 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
РИА Новости – ის წერს, რომ პროკურატურამა გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელობამ ავარიის ადგილზე ცენტრალური ოფისიდან გამომძიებლები გაგზავნა. სისხლის სამართლის საქმე საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით არის აღძრული.
ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს უკვე მეორე მსგავსი ინციდენტია. გასულ კვირას რუსეთის ქალაქ ეისკში საცხოვრებელ კორპუსს სამხედრო თვითმფრინავი დაეცა. რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი