სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ საბა ოდიშარია აირჩიეს. მას მხარი 33 წევრიდან “ქართული ოცნების” 17-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათ სხდომა პროტესტის ნიშნად, დაწყებამდე დატოვეს.
ცნობისთვის, სენაკის საკრებულოში სულ 33 წევრი ირიცხება, აქედან 17- “ქართული ოცნება”, 12- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” , 4კი – პარტია “საქართველოსთვის”.