ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლები „აუცილებლად დაისჯებიან სასამართლოს წინაშე ომის დროინდელი კანონების შესაბამისად“, რაც გულისხმობს რუსული რუბლის მიღებაზე უარის თქმას – ამის შესახებ ხერსონის საოკუპაციო ადამინისტრაციის უფროსის მადგილემ კირილო სტრემუსოვმა განაცხადა.
სტრემუსოვმა განაცხადა, რომ ხერსონში „არავინ დანებდება და არ აპირებს დანებებას“.
მან გაავრცელა რეკომენდაციები და დაემუქრა ყველას, რომ „ვინც დღეს არ უსმენს ხერსონის ოლქის ადმინისტრაციას“ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე „გადასახლებენ“.
“ხერსონის მაცხოვრებლები, რომლებიც დღეს ქალაქში რჩებიან, აფიქსირებენ უარს საკვებ პროდუქტებზე რუბლის მიღებაზე. ბარიგები, რომლებიც შეეცდებიან ისარგებლონ სიტუაციით, აუცილებლად დაისჯებიან სასამართლოს წინაშე ომის დროინდელი კანონების შესაბამისად“, – თქვა სტრემუსოვმა.
ავტორი