სამი წლის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ ურეკის სკოლის შენობაში, სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც ცნობილი იყო, იმავე ადგილას ახალი სკოლის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო.
სკოლას შენობის მშენებლობის შესახებ “გურია ნიუსი“ წინა წელს წერდა. პირველი ტენდერი შპს “იუ თი ჯიმ“ მოიგო, მაგრამ კონტრაქტით დადებული პირობების დარღვევის გამო გაუშვეს და ახალმა კომპანიამ “აღმაშენებელი ქუთაისმა“ დაიწყო სკოლის მშენებლობა. ამ ეტაპისთვის შენობის რაღაც ნაწილი აშენებულია. როგორც ურეკიდან მოგვწერეს, მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სკოლის მშენებლობა დასრულდება 2023 წლის სექტემბერში. მშენებლობის სამუშაოების ღირებულებაა 7, 200 000 მილიონი. ამ დროისთვის სასწავლო პროცესი ურეკში ერთ-ერთ სასტუმროში გრძელდება.
ავტორი