ქალაქ ოზურგეთში შემოსავლელში ბევრ ჩვენგანს ახსოვს ერთ-ერთ შენობაზე წარწერა: მამული, ენა, სარწმუნოება. ახლახან შეიქმნა პეტიცია, რომლის მიზანია, რომ ეს წარწერა ისევ ადღდგეს.
ამ ინიციატივის ავტორია ოზურგეთელი გიორგი მეხუზლა.
მისი თქმით, სოციალურ ქსელ ფეისბუქში წარწერასთან დაკავშირებით გამოაქვეყნდა პოსტი, რომელიც 488 ადამიანმა გადააზიარა თავის ფეისბუქგვერდზე.
გიორგი მეხუზლა: გამოვდივარ ინიციატივით გამოიძებნოს ადგილი ქალაქ ოზურგეთში „გმირთა მოედანზე“, რათა დაგვიბრუნდეს უამრავი ოზურგეთელის უსაყვარლესი წარწერა: მამული, ენა, სარწმუნოება.
ახლო მომავალში დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რადგან ეს საკითხი მოგვარდეს. მე ვარ ერთ-ერთი ოზურგეთელი და ამ საქმეს ვაკეთებ დიდი გულისხმიერებით.
ვისაც სურვილი აქვს, შემოგვიერთდეს და ელექტრონულად შეავსოს პეტიცია მამული, ენა, სარწმუნოება (lsg.ge)