რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა სასაფლაოების ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის მიმდებარედ მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებული, ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით აგრესიული მგლის განეიტრალებმა სამართალდამცავება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოახერხეს.
წყარო: ინფო რუსთავი