პუტინი შურს იძიებს მშვიდობიან მოსახლეობაზე სამხედრო წარუმატებლობისთვის – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.
ბრიტანეთმა გააფრთხილა რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში სერიოზული შედეგების შესახებ და მოუწოდა მოსკოვს განაახლოს მონაწილეობა მარცვლეულის შეთანხმებაში.
“არც ერთი ქვეყანა არ საუბრობს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. არცერთი ქვეყანა არ ემუქრება რუსეთს ან პრეზიდენტ პუტინს. დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის, ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება ძირეულად შეცვლის ამ კონფლიქტის ხასიათს. რუსეთისთვის ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა მინისტრმა.
უწყების ხელმძღავნელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი შურს იძიებს სამხედრო წარუმატებლობისთვის უკრაინაში. მათთვის ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტით. ისევე როგორც მოსახლეობის უღარიბეს ფენებეზე მთელ მსოფლიოში, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სასურსათო კრიზისს.
„მოვუწოდებ რუსეთს, შეწყვიტოს მარცვლეულის სასიცოცხლო ინიციატივის შეფერხება, რომელიც ეხმარება მშიერ ხალხს მთელს მსოფლიოში და დათანხმდეს მის გაფართოებას“, – დასძინა ჯეიმსმა.
ავტორი