უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, რომელიც ნოემბერში გაიმართება ინდონეზიაში, თუ იქ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება – ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.
„ჩემი პირადი და უკრაინის პოზიციაა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას…დღეს ისევ დაგვპატიჟეს. ვნახოთ, რამდენიმე დღე დარჩა”,- თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა მოახლოებული სამიტისთვის ემზადება.