დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და ქვეყნიდან არაერთი ცნობილი მსოფლიო ბრენდის გასვლის შემდეგ, რუსეთმა Мир-ის მაცივრების გამოშვება განაახლა. ინფორმაციას კორპორაცია Ростех საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. ამის შესახებ rostec.ru წერს.
,,30-წლიანი შესვენების შემდეგ, როსტეკის სახელმწიფო კორპორაციის POZiS კომპანიამ განაახლა Mir მაცივრების მასობრივი წარმოება. ლეგენდარული ბრენდის ქვეშ კომპანიამ დაიწყო თანამედროვე ერგონომიული და ეკონომიური ორკამერიანი მაცივრების წარმოება. კომპანიის საწარმოო სიმძლავრეები იძლევა წელიწადში 600 ათასამდე ერთეული სამაცივრო მოწყობილობის წარმოებას.“ – წერს გამოცემა.
ტექნიკის მწარმოებელი კომპანია ПОЗиС-ის გენერალური დირექტორი რადიკ ჰასანოვი ამბობს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ხარისხით და საიმედობით გამორჩეულ მაცივრებს წარმატების გამეორების შანსი აქვს.
სავაჭრო მარკის “Мир“-ის სახელწოდების პირველი მაცივარის “ДХ-120”-ის გამოშვება 1959 წლიდან დაიწყო.
ავტორი