უკრაინის დასავლელი მოკავშირეების მიერ მოწოდებული საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები ქვეყანაში ჩამოვიდა, – ამის შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.
”ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს #UAarmy-ს და გახდის ჩვენს ცას უფრო უსაფრთხო. ჩვენ გავაგრძელებთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას. მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვეგიას, ესპანეთს და აშშ-ს.“ _ თქვა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე.
შეერთებულმა შტატებმა ამ ზაფხულს უკრაინაში გააგზავნა რვა NASAMS – ეროვნული მოწინავე ,,ზედაპირი“ საჰაერო სარაკეტო სისტემებისთვის.
თეთრმა სახლმა ოქტომბერში განაცხადა, რომ დააჩქარებს ორი სისტემის მიწოდებასაც.
NASAMS უზრუნველყოფს მოკლე და საშუალო დიაპაზონის თავდაცვას და შეძლებს რუსული საკრუიზო რაკეტების დარტყმას. ეს არის იგივე სისტემა, რომელიც გამოიყენება ვაშინგტონში საჰაერო სივრცის დასაცავად.
ავტორი