უკრაინას შეუძლია, მომავალ წელს გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი, რაც მას რუსეთის თავდაცვისთვის შეუფერებელს გახდის. – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაიწყებენ ყირიმთან უფრო ახლოს ხერსონის რეგიონის გათავისუფლებას, მათ შეეძლებათ გამოიყენონ შორ მანძილზე არტილერია ნახევარკუნძულზე რუსული სამიზნეების გასანადგურებლად. ამას HIMARS მშვენივრად გაუმკლავდება.
„როგორც კი უკრაინელი ჯარისკაცები დაიწყებენ ყირიმში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებას ყირიმში რუსული საჰაერო ბაზებისა და შენახვის პუნქტების ან ლოჯისტიკური მხარდაჭერისა და საზღვაო ობიექტების წინააღმდეგ, მაშინ ვფიქრობ, რომ ყირიმი უვარგისი ხდება რუსების თავდაცვისთვის. და ზუსტად ამიტომ, მე მჯერა, რომ უკრაინა ზაფხულისთვის გაათავისუფლებს ყირიმს“, – განაცხადა ჰოჯესმა.
ავტორი