რუსეთის ჯარის ხერსონიდან გასვლას, აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს მოსალოდნელი იყო და აღნიშნა, რომ ეს რუსეთში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
„პირველ რიგში, ჩემთვის საინტერესოა, რომ ისინი ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას – და ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცოდით, რომ მიიღებდნენ ამას – არჩევნების დასრულებამდე(აშშ–ში). ეს გადაწყვეტილება არის იმის დასტური, რომ მათ, რუსეთის არმიას დიდი პრობლემები აქვს“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
ავტორი