იაპონურმა ავტომწარმოებელმა Mazda-მ გადაწყვიტა შეწყვიტოს თავისი საქმიანობა რუსეთში და გადასცეს თავისი წილი ვლადივოსტოკში Sollers Auto საწარმოს,_ ამის შესახებ CNN წერს.
გარიგება დასრულდება სიმბოლური ღირებულებით 1 ევროთინ და მოიცავს ოფციას იაპონური ავტომწარმოებლისთვის, დაიბრუნოს თავისი აქციები მომდევნო 3 წლის განმავლობაში.
დასავლელი მწარმოებლების, მათ შორის Infiniti-ს, Mercedes-Benz-ის, Ford-ის და მრავალი სხვა მასობრივი გასვლის გამო, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსული ავტომობილების ბაზარი დაინგრა. წლიური თვალსაზრისით, ავტომობილების გაყიდვები ოქტომბერში თითქმის 63%-ით შემცირდა. ზოგიერთი მანქანის გაყიდვები 90%-ზე მეტითაც დაეცა.
ავტორი