ცოტა ხნის წინ, დიდ ბრიტანეთში, ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკის კასრი რეკორდულ ფასად – £16 მილიონად გაიყიდა.
ვისკი 1975 წელს, კუნძულ აილეიზე, კომპანია „არდბერგის“ მიერ არის წარმოებული. მყიდველის ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ის მდედრობითი სქესის აზიელი კოლექციონერია. კასრში არსებული ვისკი საკმარისია 440 ბოთლის შესავსებად, თითოეულის ფასი კი £36 000 იქნება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში მყიდველი ყოველწლიურად 88 ბოთლს მიიღებს.
წინა რეკორდი ამავე წლის წლის ივნისში დაფიქსირდა, როდესაც ამერიკელმა კოლექციონერმა 1988 წელს წარმოებული შოტლანდიური ვისკის Macallan-ის კასრში £1 მილიონი გადაიხადა.
ავტორი