რუსთავში, ლეონიძის სკვერში 85 წლის კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი კაცი სკვერში არსებულ სასაწყობე ოთახში იპოვეს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საქმე, სავარაუდოდ, სუიციდს ეხება.