ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არ მიღების შესახებ.
პარლამენტმა 531 ხმით დაამტკიცა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში და საქართველოს ე.წ. სეპარატისტულ ტერიტორიებზე სამგზავრო დოკუმენტების მიუღებლობის შესახებ შეთანხმება.
წინადადების თანახმად, კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, კერძოდ, პასპორტები, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული. თუმცა, უკრაინის კონფლიქტს გაქცეული პირები კვლავ შეძლებენ ჰუმანიტარული ნიშნით ევროკავშირში შესვლას.