დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 24 მანქანას გაგზავნის. ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმზ ქლევერლმა განაცხადა.
ქლევერლის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო „უკრაინის გვერდით დგას“ და რუსეთის შეტევა „მარცხდება“.
როგორც ცნობილია, სასწრაფო დახმარების მანქანების გარდა, სასწრაფო დახმარების პაკეტი ითვალისწინებს კიდევ სასწრაფოს 11 მანქანის და მათ შორის 6 ჯავშანმანქანის გაგზავნას.
იგი მოიცავს 3 მილიონი ფუნტის დაფინანსებას ინფრასტრუქტურის აღდგენაში, როგორიცაა სკოლები და თავშესაფრები, რომლებიც განადგურდა ომის დაწყების შემდეგ. თანხები ასევე გამოყენებული იქნება სექსუალური ძალადობის შედეგად გადარჩენილების მხარდასაჭერად.
ცნობისთვის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში იმყოფება.