დღეს მობილიზებულთა და წვევამდელთა დედების საინიციატივო ჯგუფმა, ისევე როგორც “ფემინისტურმა ანტი-ომის მოწინააღმდეგობამ” გამოაქვეყნა წერილი, რომლიც ადრესატიც დუმაა.
წერილის ავტორებს მხარი დაუჭირეს ომის საწინააღმდეგო მოძრაობა „ვესნას“ აქტივისტებმაც.
ხელმომწერები მოითხოვენ, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას, ყველა ჯარისკაცის სახლში დაბრუნებასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობისგან წვევამდელი ჯარისკაცების დაცვას.
“სამხედრო ქმედება ყოველთვის კატასტროფაა, რაც უნდა ოფიციალური ეწოდოს. ეს არის სისხლისღვრა, ძალადობა, ადამიანის ღირსების შელახვა, თავისუფლებათა და ადამიანის უფლებების შელახვა. ჩვენ შეშინებულები ვართ იმით, რაც ხდება. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამაში ჩვენი ვაჟების, ძმების, ქმრების, მამების მონაწილეობის, ჩვენ თვითონ არ გვინდა ამაში მონაწილეობა – ბოლოს და ბოლოს, მათ შორის არიან ქალი სამხედრო მოსამსახურეები, ექიმები“, – ნათქვამია წერილში.