როსინი სტუმრად იყო ერთ ბარონთან. დაპატიჟებულთა შორის იყო აგრეთვე ალფრედ დე მიუსე.
სთხოვეს მას რამე წაეკითხა. მიუსემ წაიკითხა თავისი ახალი ლექსი „არ დამივიწყო“. მაშინ როსინიმ, რომელსაც ფენომენალური მახსოვრობა ჰქონდა, გადაწყვიტა, გამასხრებოდა პოეტს და თითქოს სხვათა შორის ჰკითხა:
– ვისია ეს ლექსი? რატომღაც ვერ მოვიგონე ავტორი…
– თქვენი მონა მორჩილის, – უპასუხა მიუსემ.
– რას ბრძანებთ, – ეშმაკურად მიუგო როსინიმ, – მე იგი ჯერ კიდევ ბავშვობისას ვიცოდი ზეპირად.
და სრულიად უშეცდომოდ, სიტყვასიტყვით გაიმეორა იმ წუთში მოსმენილი მიუსეს ლექსი.
ავტორი