ამერიკულმა მუსიკალურმა ჟურნალმა “Billboard” ყველაზე საშინელი მუსიკოსების სია შეადგინა. რეიტინგის ლიდერი ეპატაჟური მომღერალი მერილინ მენსონი გახდა.
საშინელი ვარსკვლავების რეიტინგი შეფასდა კრიტერიუმით, თუ რომელი მომღერლის შესრულების მანერა და ქცევებია სცენაზე ყველაზე საშინელი. გათვალისწინებული იყო მომღერლის სასცენო კოსტიუმი, მაკიაჟი და კლიპების შინაარსი.
არავის გაჰკვირვებია, რომ ამ რეიტინგის სათავეში მერილინ მენსოსნი მოხვდა, რომელიც სცენაზე მუდმივად საშინელი კოსტიუმებითა და შეღებილი თვალებით გამოდის. მისი ვიდეოკლიპები კი უსაზღვროდ ეპატაჟურია. ერთ–ერთ კლიპში მენსონი თავის მეგობარ გოგონასთან სექსის სცენებშია გადაღებული. ამბობენ, რომ ეს სულაც არ ყოფილა გადასაღებ მოედანზე თამაში და კლიპში რეალური სექსის სცენები შევიდა.
ლედი გაგა მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. მომღერლის მისწრაფება ექსტრავაგანტური სამოსი და უცნაური მაკიაჟია. თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ხშირად სწორედ მის უცნაურ ჩაცმულობაზე ლაპარაკობენ.
“არ მომწონს, რომ მეორე ვარ, მათ შორის, საშინელთა რეიტინგშიც. ყველგან პირველობა მინდა – სექსუალურებშიც და საშინელებაშიც“, – აცხადებს ლედი გაგა.
მესამე ადგილი როკჯგუფ “Slipknot” ხვდა წილად. ჯგუფის წევრები სცენაზე ყოველთვის საშინელი მაკიაჟითა და კომბინეზონებით გამოდიან.
საშინელი ვარსკვლავების ათეულში ასევე შევიდნენ როკმომღერალი ოზი ოსბორნი, რეპერი ტაილერ აოკონმი და ჯგუფ “Kiss” დამაარსებელი ჯინ სიმპსონი.
ავტორი