https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ახ, ეტი აზერბაიჯანცი…“

15:22; 17.12.2022
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ცოტა ხნის წინ გერმანიიდან ახლობელი ჩამომივიდა და ამჟამინდელი ქართული სინამდვილით შეძრწუნებული დარჩა. „გერმანიაში, ქუჩაში ასი ადამიანი რომ გააჩერო, თავისი ქვეყნის რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსის გვარს ვერ გეტყვისო“, – მითხრა ჩემმა მეგობარმა და ალბათ მართალიც ბრძანდება. გადახედეთ თვალი დღევანდელ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას – სერიალები და ერთი და იგივე პიროვნებების გაუთავებელი პოლიტიკური დებატები.

დღევანდელ წერილში მორიგ სახალისო მოგონებებს შემოგთავაზებთ.

ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებში ხშირად ვვარდებით. გამონაკლისს არც პოლიტიკოსები წარმოადგენენ. ამ პროფესიის ხალხს საზღვარგარეთული „თავგადასავლების“ შესახებ არაერთი გასახსენებელი გააჩნია.

პირველი სტუმარი კაკო ბობოხიძე იქნება. ამ ისტორიას ბატონი კახა კუკავას სიტყვებით გადმოგცემთ.

„ბაქოში ჩასულ დელეგაციაში კაკო ბობოხიძეც იყო. იგი კოლორიტულ ფიგურას წარმოადგენს სხვა ერებთან ურთიერთობის მოგვარებაში. პირველივე დღეს ძალიან დავთვერით, კაკოსაც ნამეტანი მოუვიდა და იმისთანა აქტიური გახდა, ვერც წარმოვიდგენდით.

ჯერ საბილიარდოში შევიარეთ და ისე მოხერხებულად დააბრალა ჩეჩნეთის ტრაგედია სომხებს, რომ მასპინძელი აზერბაიჯანელები სიხარულისგან დაფრინავდნენ. დავბრუნდით სასტუმროში, საშინელ დღეშია, კიდევ მოითხოვა არყის ბოთლი და რატომღაც, ტვინში ჩაუჯდა აზრი, რომ ერევანში ვიმყოფებოდით.

ნომერშიც სუფრა გაიშალა, მასპინძლებიც სხედან. კაკომ ჭიქას მოჰკიდა ხელი და მე მეუბნება:

– შენ ჩემი თარჯიმანი იქნები. მე საქართველოს შვილი ვარ, სადღეგრძელო ქართულად უნდა ვთქვა და ამათ რუსულად უთარგმნე. რასაკვირველია დავეთანხმე და ცოტა ხანში კაკომაც „შეუბერა“.

– მოკლედ, ხალხო, ჩვენს მეგობრობას, ჩვენს ძმობას გაუმარჯოს და აზერბაიჯანელების…

აზერბაიჯანელებმა ერთმანეთს გადახედეს და სიმწრისგან გალურჯდნენ. ახლა, გინება ისეთი რამეა, ენის ცოდნა არ სჭირდება მისახვედრად.

– კაკო, – მოვქაჩე სახელოდან, – არ დაგვღუპო, ბიჭო, ბაქოში ვართ.

– რაო? – დამხედა გაკვირვებულმა, – ბაქოს ვენაცვალე, ბაქოს და სომხებს…

მასპინძლები დამშვიდდნენ. გადის ორი წუთი და ისევ ჭიქას მისწვდა:

– ჩვენ გაგვიმარჯოს და აზერბაიჯანელების…

– ჩტო ონ გავარიტ, – სკამებიდან წამოიწივნენ მასპინძლები.

– აზერბაიჯანელი ხაროში ნაროდ, – „ვუთარგმნე“ და კაკოს პიჯაკში ვეცი, ლამის ჩამოვახიე, – დაგვხოცონ გინდა? ბაქოა, ბაქო!

გადის პატარა დრო და:

– ახ, ეტი აზერბაიჯანცი…

ფეხზე დავაბიჯე:

– არმიანი, ბიჭო!

– იზვინიტე, არმიანი…

კიდევ კარგი მთვრალი იყო, თორემ მაგარი დაჟეჟვა არ აგვცდებოდა“.

ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა „ევროპულ“ ენებთან მწყრალად იმყოფება. ამ მიზეზის გამო უცხოეთში ყოფნისას თავს არაერთხელ ირცხვენენ. სიტყვას კვლავ კახა კუკავას გადავცემ.

„ერთი პერიოდი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე. ბუშის პირველი ინაუგურაციის დროს ამერიკაში მომიწია ყოფნა. 14-კაციანი ჯგუფი ვიყავით ჩასულები მიწვევით სტაჟირებაზე.

ინგლისურ ენას მარტო ორი ადამიანი ვფლობდით, ტელევიზორში რვაასი არხი იყო და ტვინი გვქონდა ადუღებული, ამან რა თქვა, იმან რა თქვაო. მარტო პორნოგრაფიულ ფილმებზე ისუსებოდნენ, იმას რა თარგმნა უნდოდა და ჩვენი დასვენებაც ეს იყო. ახლა, ქართველების მარიაჟობის ამბავი ხომ იცით. იფიქრეს, რა გახდა ეს ინგლისური და რამდენიმე სიტყვა დაიზეპირეს ადგილობრივებთან წასატრაბახებლად.

ერთხელაც, შევდივართ  სასადილოში, საჭმელს ზანგის ქალი არიგებს და ჩემს წინ მდგომმა ერთმა დამშეულმა ქართველმა თვალებით ხორცის კერძს შეხედა, თითი გაიშვირა და ეკითხება:

– ჰუ იზ ით?

წესით „ვოთ ით იზ“ უნდა ეთქვა, რისი ხორციაო, ხოლო გამოუვიდა, ვისი ხორციაო.

თქვენ იმ ქალის სახე უნდა გენახათ! მარტო ის იცოდა, რომ რომელიღაც შორეული ქვეყნიდან ვიყავით და იქ, ჯუნგლებში ვცხოვრობდით, თუ კორპუსებში, წარმოდგენა არ ჰქონდა. ზანგი ჩვენს თვალწინ გათეთრდა! ნელ-ნელა დაიხია უკან, სადღაც შევარდა და „კაციჭამიებთან“ აღარ გამოსულა“.

სადაურსა სად წაიყვანო და ერთხელ ბატონი მამუკა არეშიძე შორეულ კამბოჯაში ერთ თანამემამულეს გადააწყდა.

„1990 წელს გადაცემა „საღამო მშვიდობისა“ რომ დაიხურა, „ოსტანკინოს“ კორესპონდენტი გავხდი  და კამბოჯაში მომიწია  წასვლა. სამი ძალა  ომობდა  ერთმანეთში – მონარქისტები,  წითელი  კხმერები  და სამთავრობო  ჯარი. მე  სამთავრობო  ჯარს დავყვებოდი. ერთხელაც  შუა ჯუნგლებში  ვართ, გახურებული  ომი  მიდის. ახალი  ნაწილი მოიყვანეს. დაბალი ოფიცერი  მოჰყვათ. კამერა  ავიღე, მძაფრ  ეპიზოდებს ვიღებ და შევნიშნე, რომ  ჩემი  ოპერატორი იმ ოფიცერს რაღაცას  ელაპარაკება. მივუშვირე კამერა, უცებ  ოფიცერმა  ჩემკენ გამოიხედა  და ძარღვიანი ქართულით  მეკითხება.

– შენ  რა  გქვია,  ჩემი  ძმა?

კამერა ლამის ხელიდან გამივარდა, მოსასულიერებელი გავხდი.

– ქართველი  ხარ? – ძლივს ამოვიღე ხმა.

– კი, თბილისელი. ქვეყანაში დარჩენა აღარ მინდოდა. თუ სროლაა, ისევ სჯობია კამბოჯელს ვესროლო, ვიდრე ქართველს“.

ივლიანე ხაინდრავასა და ლევან ბერძენიშვილს უცხო ენების არცოდნას ნამდვილად ვერ დააბრალებ, მაგრამ „არაორდინალურ“ მდგომარეობაში აღმოჩენა ერთხელ მაინც მოახერხეს. ამ „ისტორიას“ ბატონი ივლიანე ხაინდრავა მოგვითხრობს.

„პრაღაში ვართ მე და ლევან ბერძენიშვილი. იმ პერიოდში ფერ-ხორცი არ აკლდა. ლევანმა ეს ქალაქი ჩემზე კარგად იცოდა და წამოდი, კარგი ლუდი უნდა დაგალევინოო. მივედით, ადგილები დავიკავეთ, ლუდი შეკვეთის გარეშე მოგვიტანეს და მენიუს ვათვალიერებთ. ყველა კერძს გვერდზე ეწერა, რამდენ პერსონაზე იყო გათვლილი. მოვიდა ოფიციანტი და ერთ კერძს დავადე თითი, ეს მინდა-მეთქი. გვერდზე ეწერა, რომ ერთ ადამიანზე იყო გათვლილი. ლევანმაც თითი ატაკა მენიუს:

– ეს მინდა!

ჩავხედე, წერია „იხვი”, ხოლო გვერდზე მითითებულია, რომ ოთხ პერსონაზეა გათვლილი. ვიფიქრე, ვერ ხვდება-მეთქი. ეხლა, ჩემი მხრიდან შენიშვნა ეწყინებოდა და ოფიციანტს ხმამაღლა ვეკითხები:

– ეს კერძი რამდენ პერსონაზეა გათვლილი?

ოფიციანტმა ორივე შეგვათვალიერა:

– რომელმა შეუკვეთეთ?

– ამან, – დავანახვე კარგად მოსუქებული ლევანი.

– მაშინ, ერთ პერსონაზე.

მთელი იხვი შეჭამა! რამდენი ვეხვეწე და გემოც არ გამასინჯა!“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11 დეკემბერი, 2025
ისტორია

რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

09:54; 8 დეკემბერი, 2025
ისტორია

კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

10:21; 22 ნოემბერი, 2025
ისტორია

როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

10:45; 17 აგვისტო, 2025

“…სომხურად დავუძახე, წეწუმენ-მეთქი”

ბროწეული – საუკეთესო დაცვა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ან გაწმინდონ, ან მარილი დაყარონ” _ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე

21:08; 30.12.2025
ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:16; 30.12.2025
სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

16:08; 30.12.2025
ფინანსები

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა

15:30; 30.12.2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30.12.2025
სამართალი

“ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს” _ ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

13:42; 30.12.2025
სამართალი

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

13:01; 30.12.2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო