ხონში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მას გულ-მკერდში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცავებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.
ავტორი