ქურდობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ოფისიდან და პოლიციის რაიონული განყოფილებიდან რამდენიმე მეტრში – კრიმინალური შემთხვევა თბილისის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ სულ ოციოდე მეტრის რადიუსში 24-საათის რეჟიმში მორიგეობენ სამართალდამცველები, ჯერჯერობით დაუდგენელმა ორმა მძარცველმა მაინც მოახერხა ესთეტიკის ცენტრში შეღწევა და ფულის წაღება.
უსაფრთხოების კამარების მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს, რომელშიც კარგად ჩანან თავად მძარცველები, ამ წუთებში გამომძიებლები სწავლობენ. მძარცველებს ქუჩაში ელოდებოდა ავტომობილიც.
“ვაპირებდი ხელფასების გაცემას, დილით შემოვარდნენ, მანქანით მოვიდნენ, დაფიქსირებულია კამერაში თეთრი “პრიუსი”. გაჩერდნენ აქ, პერიმეტრი დაათვალიერეს, გატეხეს და შევიდნენ” ,- ამბობს იმრან აივაზოვი “გენეზისის” ხელმძღვანელი.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, სილამაზის ცენტრიდან 11 000 ლარზე მეტია წაღებული. ეს თანხა ობიექტს დღეს თანამშრომლებისთვის ხელფასების სახით უნდა დაერიგებინა.
“აქვე არის პოლიცია, აქვე არის სუს და ასეთი განუკითხაობა არ ვიცი, ეს არის გამაოგნებელი, არ ხარ დაცული არაფრით,. სამსახურში მოდიხარ და არ იცი რა დაგხვდება”, – ამბობენ ცენტრის წარმომადგენლები.
ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმდებები მიმდინარეობს: ობიექტიდან იღებენ ნიმუშებს, პოლიციელებს მიყვანილი ჰყავთ ძაღლი, ამოღებულია კამერის ჩანაწერები.
ესტეტიკის ცენტრი “გენეზისი” დაახლოებით დილის 5 საათზე დააყაჩაღეს. დანაშაულიდან დააახლოებით 7 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ პოლიციელება თავდამსხმელების კვალზე გასვლა ვერ მოახერხეს. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: mtavari.tv