უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გააფრთხილა რუსები, რომ მათი ხელმძღვანელობა ემზადება მობილიზაციის ახალი „ტალღისთვის“ და გეგმავს საზღვრების ჩაკეტვას ერთი კვირის განმავლობაში.
„მინდა მივმართო რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ვალდებულნი არიან სამხედრო სამსახურში, პირველ რიგში ეს ეხება რუსეთის დიდი ქალაქების მცხოვრებლებს.
ზუსტად ვიცი, რომ დაახლოებით ერთი კვირა გაქვთ, როცა ჯერ კიდევ შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება.
იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება დაკეტავს საზღვრებს მამაკაცებისთვის, შემდეგ გამოაცხადებს საომარ მდგომარეობას და დაიწყებს მობილიზაციის მორიგ ტალღას. საზღვრები დაიკეტება ბელარუსშიც“,_ განაცხადა რაზნიკოვმა.
მან ასევე გააკრიტიკა რუსი სამხედროების „გეგმა“, რომელიც უკვე 10 თვეა ამტკიცებს, რომ ყველაფერი „გეგმის მიხედვით“ მიდის. „ამ „გეგმის მიხედვით“ ათიათასობით მსჯავრდებული ირიცხება კერძო სამხედრო კომპანიაში. უბრალო ხალხს კი “ჯარის დისკრედიტაციისთვის” აპატიმრებენ”.