https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საახალწლო სიურპრიზი

9:57; 4.01.2023
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სახალისო ისტორიების დღევანდელ საახალწლო „გამოშვებაში“ ორ ისტორიას გაგაცნობთ. ეს შემთხვევები ჩემს ნაცნობებს გადახდათ. ჩემთვის გასაკვირად საკუთარი ვინაობის „ოფიციალურად გამხელა“ არ ისურვეს. ამ ადამიანებს თხოვნას შევუსრულებ და ამ ორ ამბავს ყოველგვარი შესავლის გარეშე გადმოგცემთ.

„არ ვიცი, იმას, რაც მე წლების წინ ზუსტად ახალი წლის ღამეს შემემთხვა, კურიოზი ჰქვია თუ სასწაული. ალბათ, ორივე ერთად.

ცოტა შორიდან დავიწყებ.

ახალგაზრდა რომ ვიყავი, მიყვარდა გოგონა, რომელმაც ერთ დღეს გამომიცხადა, ორსულად ვარო. ამ ფაქტმა ისე დამაფრთხო, რომ რაღაც სისულელე მოვიმიზეზე და ვითომ ერთი თვით წავედი რუსეთში, მაგრამ, ეს ერთი თვე თითქმის ხუთ წელიწადს გაგრძელდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დამირეკავს ეკასთვის. იქ რაღაც სამსახური ვიშოვე და იმდენი კი მქონდა, რომ თავი გამენებივრებინა. სიმართლე გითხრათ, უკან ჩამოსვლას აღარც კი ვგეგმავდი, მაგრამ, მამა გარდამეცვალა და იძულებული გავხდი, თბილისში დავბრუნებულიყავი. მამის დაკრძალვიდან ერთი თვის შემდეგ გამახსენდა ეკა და დავინტერესდი, ნეტავი, ბავშვი თუ გააჩინა-მეთქი და გადავწყვიტე, ეს ამბავი გამერკვია, თუმცა, ვერაფერი გავიგე. ერთ დღესაც, ვაიძულე თავი და დავურეკე, მაგრამ, მიპასუხეს, უკვე სამი წელია, აქ აღარ ცხოვრობენ და სად გადავიდნენ, არ ვიცითო. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ შვილი მყავდა და ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ, არ ვიცოდი, როგორ მეპოვა. თან, ჯერ სამსახურიც არ მქონდა ნაშოვნი და მთელი დღეები უსაქმოდ დავყიალობდი. ჩემი ძმაკაცები ათას ღობე-ყორეს ედებოდნენ, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდნენ, რომ ორი კაპიკი ეშოვათ, მე კი ყველა შემოთავაზებაზე ტუჩს ვიბზუებდი – არ ვკადრულობდი.

ახალ წლამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცი თოვლის ბაბუად მუშაობდა (მაშინ თბილისში ეს საქმე „ახალი ხილი“ იყო), მაგრამ, ზუსტად 29 დეკემბერს ფეხი მოიტეხა და, რადგან ყავარჯნებით ვერ ივლიდა კარდაკარ, მთხოვა, 31 დეკემბრის ღამის გამოძახებებზე შენ წადი ჩემ მაგივრადო. ჯერ კინაღამ გადავირიე, მაგრამ, ძალიან უფულოდ ვიყავი და, რადგან იმ გამოძახებების ფული მე უნდა ამეღო, დავთანხმდი.

დადგა 31 დეკემბერი. მივედი ოფისში, ჩამილაგეს საჩუქრები და მომცეს მისამართებისა და ბავშვების სახელების სია, ვისთანაც უნდა მივსულიყავი. სულ ცხრა მისამართი მქონდა. მესამე ოჯახიდან უკვე ბანცალ-ბანცალით გამოვედი. ჩავსხედით მე და ჩემი ფიფქია ჩვენს მანქანაში და ვაჟა-ფშაველასკენ გავემართეთ (საჭეს ფიფქია მიუჯდა). ჯერ კვარტალს ძლივს მივაგენით, მერე – კორპუსს. მივადექით ლიფტს და – არ მუშაობს. არადა, მეთერთმეტე სართულზე უნდა ავიდეთ. ავყევით კიბეებს ხვნეშა-ხვნეშით და, ბოლო სართულს რომ მივაღწიეთ, აღმოჩნდა, რომ კორპუსი ცხრასართულიანი იყო. ალბათ, მისამართი არასწორად ჩამიწერეს-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ, ისე ვიყავი გასავათებული, უკან რაღა დამაბრუნებდა. ბინის ნომერზე არც კი შემიხედავს, ისე დავაჭირე ზარს თითი, თან ჩემი მისასალმებელი ტექსტი გავიმეორე გუნებაში. ვდგავართ, ველით, მაგრამ, კარს არავინ გვიღებს. საათს დავხედე – ორის ნახევარია. მივაჭირე თითი ზარის ღილაკს და აღარ ავუშვი. რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხის ხმა მომესმა და ნამძინარევმა ხმამ იკითხა, ვინ არისო. მე ჩემი მისასალმებელი ლექსის პირველი სტროფი მივაგებე. ძლივს გავაგებინეთ, ვინც ვიყავით, მაგრამ, კარს იქიდან გვიპასუხეს, თოვლის ბაბუა ჩვენ არ გამოგვიძახიაო. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც, გაიღო კარი, მაგრამ, ნამძინარევ დიასახლისს რომ შევხედე, მომენტალურად გამოვფხიზლდი და მთელი ხმით შევყვირე, ვაი-მეთქი – ჩემ წინ გაოცებული ეკა იდგა. გული რომ არ წამსვლოდა, კედელს მივეყრდენი და ფიფქიას ვანიშნე, საქმისთვის მიეხედა, მაგრამ, ამ დროს ოთახიდან გამობაჯბაჯდა ღამის პიჟამაში გამოწყობილი პატარა არსება, რომელიც პირდაპირ მე მომადგა, ცნობისმოყვარედ ამომხედა და მკითხა: „შენ ჩემი მამიკო ხარ? დედიკომ მითხრა, მამა ახალ წელს მოვაო“… ამას კი ვეღარ გაუძლო ჩემმა გულმა, რადგან, ჩემ წინ მართლაც ჩემი შვილი იდგა – ჩემი ასლი, ჩემი ალი და კვალი – და, იატაკზე მოვადინე ბრახვანი.

მართალია, მთელი ერთი კვირა რეანიმაციაში ვიწექი გულის მიოკარდიული შეტევის გამო და კინაღამ წერილიც წავიღე, მაგრამ, მაინც გადავრჩი – ეტყობა, ღმერთს უნდოდა, რომ ჩემი ბიჭი უმამოდ არ გაზრდილიყო და მე და ეკას კიდევ ორი შვილი გაგვეჩინა.

ჩვენი სამი ვაჟკაცი უკვე დიდები არიან და იმ სასწაულს ზღაპარივით უყვებიან თავიანთ მეგობრებს.

მე რომ არ დავმთვრალიყავი და მისამართი არ ამრეოდა, ვინ იცის, ახლა სად ვიქნებოდი. ასე რომ, ზოგჯერ დათრობასაც აქვს გამართლება“.

„ქრისტეშობის დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანები სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.

ჩვენთან, საქართველოში კი ჩვენებური წესი გვაქვს. სიცოცხლე უნდა მოვუსწრაფოთ ღრუტუნა წვრილჩლიქოსანს.

შობის წინა დღის ნაშუადღევია.

სტალბერ ქიშმარუას ეზოში „დამკვლელები“ შეიკრიბნენ.

იმ სოფელში ასე ყოფილა, დამკვლელთა „სპეცნაზი“ ჩამოივლის ეზო-ეზო და ააფხარკალებს საცოდავ ღრუტუნას. მერე მწვადსაც ჩაღმურძლავენ, ზედ ორნახად არაყსაც დაასხამენ „დეზინფექციიზა“ და გადავლენ სხვა ეზოში.

90-100-კილოიანი იქნებოდა სტალბერის ზაფხულიდან ნასუქები ღორი. მთავარ დამკვლელს, გვანჯი ჭიქაიას უკვე მოესწრო ორი ღორისთვის მზის დაბნელება და არყით თვალებაპრიალებული სანაწეროდ იბრიშტებოდა.

– ხოხ, რა არის კაცო ეს წრუწუნა… არაფერს აჭმევდით, მახარია?

– რასაა, რო ამბობს ეს? – იწყინა პატრონმა, – წრუწუნა კი არა გამათავა მაგის კვებამ მთელი წელია. რომ გაუშვა, ყველას შეგვჭამს, ყაჩაღი მაგი!

– გოუშვი ხელი ერთი, თუ კაცი ხარ, – არაადამიანური ხმით დაიყვირა გვანჯიმ, დასაკლავი დანა მოიმარჯვა და გაიმეორა, – გოუშვი, გოუშვი, ოღონდ საყელურზე მომაკიდებიე ხელი და მერე გოუშვი. მარტო ვეყოფი მაგას მე, არ მომეკაროს არავინ!

სტალბერი და დანარჩენები დაემორჩილნენ და განზე გადგნენ.

– ღუტუ, ღუუტუ, მორთი აშო, წიე, მორთი…

დანა დროებით საყელურში გაურჭო ღორს. ჯერ წავაქცევ და მერე მოვიშველიებო და ტორეადორივით მოზიდა ტანი. წინა და უკანა ფეხებში ჩაავლო სასმელით ძარღვებდაბერილი ხელები… ოპლაა! – დაიძახა და მოწყვეტილად მოქაჩა თავისკენ, რომ ზურგზე ამოეტრიალებინა, მაგრამ ილეთი გაუცუდდა.

გაუცუდდა კი არა, ღორმა გამოწვევა მიიღო და წაკუზულ მოძალადეს 40-კილოიანი თავი დააძგერა – ქვევიდან თუ დავიწყებთ, ზემოთ რომ ფეხები ერთდება, იმ სახიფათო „ზონაში“.

– ვაი, დედიკონა! – მოასწრო დაძახება და შუბლით შეასკდა სამწყვდევის ბოძს. ბოძს ვერაფერი დააკლო, მაგრამ ცხვირი და ულვაშები წითლად შეეღება. ამასობაში ღორმა მძიმე ძუნძულით მიაშურა სამალავს, მაგრამ ვერ იპოვა და ცოტა ხნით გაჩერდა, შეისვენა, ჰაერი დაყნოსა და გაშტერდა. იქ მყოფები, როგორც იქნა, მიხვდნენ, რაც მოხდა. თოვლის გუნდა დააფარეს სისხლიან ადგილზე გაბრუებულ კაცს, – ნუ გეშინია, ნუ გეშინიას ძახილით. მერე ოთახში შეიყვანეს და ტახტზე წამოაწვინეს დაბნეულ-დანოკაუტებული.

ისევ ღორს მოუბრუნდნენ.

– ე, ბიჭო, გამოეკიდე, იქნებ დაიჭირო, სამგლე მაგი! – თვითონ ვერ გაბედეს და შეაგულიანეს  ხუნჭუ ჭიჭაია.

– ხოხ, რა კაია?!  რას გავეკიდები, დანა აქვს მაგას საყელურში და რომ მშვლიპოს მუცელში, ვისთან ვუჩივლო?!

ისევ მეზობელმა დურუმ გაიმეტა თავი და ნელა მიუახლოვდა გაოცებულ ღორს, – ღუტუ-ღუტუს ჩურჩულით.

– ღუუუტუ, ღუტუუ… – ეპარება ეს დურუ, მაგრამ ნერვებმა უღალატა, ბოლო „ღუუტ“ ხმამაღლა შებღავლა, გოლკიპერივით გაუწვა და უკანა მარცხენა ფეხშიც წაავლო ხელი. მაგრამ, ღორმა წინა ფეხები გაჩაჩხა და უკანა, თავისუფალი პირდაპირ ყურის ქვეშ სთხლიშა მოწინააღმდეგეს.

ნახევარბიბილოახეული დურუ ძლივს მოასულიერეს, იმასაც თოვლით დაუმუშავეს ნატკენი ადგილი და გვანჯის ტახტის მოპირდაპირე ტახტზე წამოაწვინეს გაბრუებულ-გაბურბუსალებული.

ეზოში გუშინ დადებული თოვლი ორ-სამ ადგილას მოიჩითა სისხლით, ოღონდ არა ღორის, როგორც სავარაუდო იყო.

– დედას გიტირებ! – მოთმინებიდან გამოვიდა სტალბერი, ფაცხაფუცხით ავარდა მეორე სართულზე, ძველი „ვინტოვკა“ გამოიტანა ყოფილმა მეომარმა და აივნიდანვე ესროლა ღორს. მიზანი არ ეშლებოდა – სროლა და შუბლში ტყვიანაგლეჯი ღორი ადგილზევე ჩაიკეცა.

სტალბერი აჩქარდა, დაუცდა ფეხი კიბეზე, კიბის ხის მოაჯირი გადაანგრია და გვერდულად ჩაერჭო თოვლში. ამჯერად უსისხლოდ გადავრჩით, სტალბერმა მხოლოდ ცერა თითი იღრძო, რომელიც მაშინვე გაუსივდა.

ორ საათში მწვადის სუნი დატრიალდა! რად გინდა, რა… ჭამის სურვილი, შნო და შესაძლებლობა არავის ჰქონდა.

… არა, ვინ მოიგონა ეს ვანდალობა… სულ, სულ პირველად ვინ დაკლა ღორი შობა დღეს? ღრმა ისტორიულ წყაროებში ამის შესახებ არაფერს გვაუწყებენ“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

როგორი სტილი შეგეფერებათ

10:16; 15 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

ვინ პოულობს გამოსავალს ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან

10:11; 15 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

რომელი ყვავილი ხარ ზოდიაქოს მიხედვით

10:10; 15 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

საიუველირო სამკაული ზოდიაქოს ნიშნებისთვის

10:08; 15 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

„იტალიელს ჰგავს…“

09:33; 14 დეკემბერი, 2025

„უცნაური“ საახალწლო მკითხაობა

ტომ ჰენქსის საახალწლო „პრობლემა“

ყველა სიახლე

საზოგადოება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრების მონაწილეები მიმართვას ავრცლებენ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით

20:49; 15.12.2025
საზოგადოება

საპატრიარქომ ბრძანება გამოსცა – არქიმანდიტრ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

20:42; 15.12.2025
საზოგადოება

ხანძარი თბილისის გასასვლელთან – ვიდეო ადგილიდან

19:33; 15.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში – ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa

18:36; 15.12.2025
პოლიტიკა

ქუთაისში საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  გაიხსნა

18:11; 15.12.2025
პოლიტიკა

“აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა”

17:21; 15.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა

16:38; 15.12.2025
საზოგადოება

მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ოზურგეთსა და ჩოხატაურში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

15:45; 15.12.2025
სამართალი

პოლიციელი, რომელიც ნასვამი იყო და ავარიაში მოყვა, მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

15:10; 15.12.2025
სამართალი

ქუთაისის აეროპორტში, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:53; 15.12.2025
პოლიტიკა

“ვიმედოვნებ, ხალხის დახმარებით საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას” – მარტა კოსი

14:39; 15.12.2025
მსოფლიო

კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

14:31; 15.12.2025
სამართალი

დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა

14:24; 15.12.2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს მოვისმენთ

13:46; 15.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16-17 დეკემბერს

13:20; 15.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო