ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, 26 წლის ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.
აღნიშნულის შესახებ ბელგიაში, საქართველოს საკონსულოს რამდენიმე წუთის წინ შეატყობინეს.
,,ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე, ადგილობრივ სამართალდამცველებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გუშინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლიზა ქიტაური მეგობარმა მამაკაცმა გაიმეტა.
ირკვევა, რომ 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.