ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს სამტრედიაში.
სამტრედია – საჯავახოს გზაზე დღის მეორე ნახევარში ერთმანეთს შეეჯახა ორი მსუბუქი ავტომობილი.
ავტოსაგზაო შემთხვევამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, თუმცა ექვსი მგზავრი დაშავდა.
სამაშველო სამსახურმა დაზარალებულები ჯეო ჰოსპიტალსის სამტრედიის მრავალპროფილურ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ ამ წუთებში პირველადი დახმარება და გამოკვლევები უტარდებათ. დაშავებულთაგან ხუთი ერთი ოჯახის წევრია, მშობლები და სამი შვილი. მათგან ორი არასრულწლოვანია.
ოჯახი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამანაურის მკვიდრია. მეორე მსუბუქი ავტომობილის მგზავრი სამტრედიელია.
ისიც ამწუთებში სამტრედიის სამედიცინო ცენტრში გამოკვლევებზეა შეყვანილი.
ავტორი