რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხერსონი ღამით აკრძალული ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით დაბომბეს. ამის შესახებ ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა.
„რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ ქალაქის ტავრისკის უბანს. თავდასხმისთვის ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა გამოიყენეს. საბედნიეროდ, რაშისტების ამ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ან ინფრასტრუქტურის განადგურება არ მოჰყოლია“, – აღნიშნა იანუშევიჩმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა აკრძალულია და მისი გამოყენება ქალაქებში ან მის მახლობლად დაუშვებელია.
მედიის ცნობითვე, სამხედრო ობიექტებზე ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამოქალაქო ადგილებიდან დაშორებულია.