მოსკოვში კიდევ ერთი მასშტაბური ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა news.ru ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მეტროსადგურ “დმიტროვსკაიას” მახლობლად, ავტოგასამართი სადგურის საწყობი იწვის.
ხანძრი 2 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გავრცელებული.
საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად 136 პერსონალი და 48 ტექნიკაა მობილიზებული.
როგორც რუსული მედია წერს, შენობის 500 კვ. მეტრი ჩამოინგრა . ხანძრის ჩაქრობაში თვითმფრინავი ჩაერთვება.
მაშველებმა იმავე შენობაში მდებარე ჰოსტელის ევაკუაცია დაიწყეს. უწყებები ამბობენ, რომ არსებობს ცეცხლის მეზობელ შენობებზე გავრცელების საშიშროებაც.
ავტორი