აშშ-ს და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მე-11 თვეს, რუსეთის საარტილერიო ცეცხლი მკვეთრად შემცირდა ომის დაწყების დროს მაჩვენებელთან შედარებით, ზოგიერთ ადგილებში 75%-ითაც.
აშშ-ს და უკრაინის ოფიციალურ პირებს ჯერ არ აქვთ ამის მკაფიო ან ცალკეული ახსნა. რუსეთი შესაძლოა რაციონირებს საარტილერიო სროლებს მცირე მარაგების გამო, ან ეს შეიძლება იყოს ტაქტიკის უფრო ფართო გადაფასების ნაწილი უკრაინის წარმატებული შეტევების ფონზე.
,,ნებისმიერ შემთხვევაში, საარტილერიო ცეცხლის მკვეთრი კლება კიდევ ერთი მტკიცებულებაა რუსეთის მზარდი სუსტი პოზიციის შესახებ ბრძოლის ველზე, მისი შემოჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ,“ -განუცხადეს CNN-ს აშშ-ის და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა.
ეს, ასევე ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინა სარგებლობს მისი დასავლელი მოკავშირეების გაზრდილი სამხედრო მხარდაჭერით, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ისინი პირველად მიაწვდიან უკრაინულ ძალებს ჯავშანტექნიკას, ასევე პატრიოტის თავდაცვის კიდევ ერთი სარაკეტო ბატარეიას, რომელიც დაეხმარება დაიცვას მისი ცა.
ამავდროულად, აშშ-ს დაზვერვის ოფიციალური პირები თვლიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს შიდა პოლიტიკური მხარდაჭერის გასაძლიერებას ომისთვის, რომელსაც თავდაპირველად მხოლოდ შეზღუდულ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებდა.
ავტორი