მარნეული თბილისის გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითს შეეჯახა, 50 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სასწრაფოს თბილისში ბავშვი გადაჰყავდა.
ადგილზე ახლა პოლიციაა მობილიზებული, ხოლო ბავშვი საავადმყოფოში სხვა სასწრაფო მანქანამ წაიყვანა.
შეჯახებაში მონაწილე მძღოლი კი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.
წყარო: primetime.ge