იტალიის ყველაზე ძებნილი მაფიის ბოსი მატეო მესინა დენარო სიცილიაში 30 წლიანი გაქცევის შემდეგ დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მესინა დენარო დააკავეს სიცილიის დედაქალაქ პალერმოში მდებარე კერძო კლინიკაში. ის, სავარაუდოდ, სიცილიის ცნობილი კოზა ნოსტრას მაფიის ბოსი იყო.
იტალიური მედია იტყობინება, რომ ის მკურნალობდა, როდესაც დააკავეს და კარაბინიერებმა საიდუმლო ადგილას გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებაში მონაწილეობდა შეიარაღებული ძალების 100-ზე მეტი წევრი.
მესინა დენაროს დაუსწრებლად გაასამართლეს და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა მრავალი მკვლელობის გამო.