ხელოვნების სასახლეში, უკვე ტრადიციად ქცეული საახალწლო ღონისძიება – „კალანდა 2023” გაიმართა.
მუნიციპალიტეტში არსებულმა სხვადასხვა ორგანიზაციებმა, გამოავლინეს და დააჯილდოვეს საუკეთესო თანამშრომლები.
კულტურის ცენტრის წლის საუკეთესო თანამშრომლები გახდნენ ნინო სიხარულიძე და ნანა ჩხიკვაძე.
“წლის ჩოხატაურელის” წოდება, კი ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნანა მგალობლიშვილს მიენიჭა.
“წლის ჩოხატაურელის” დაჯილდოების ცერემონიას საფუძველი
მუნიციპალიტეტის მერის, დავით შარაშიძის ინიციატივით ჩაეყარა.
ღონისძიება კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.