ლეონიდ ბრეჟნევი საბჭოთა კავშირის ლიდერებიდან ერთადერთი იყო, რომლისთვისაც ავტომობილი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ გახლდათ.
1968 წლიდან ბრეჟნევის განკარგულებაში იყო იტალიური წარმოების „მაზერატი”, V8 ძრავათი და 290 ცხენის ძალის სიმძლავრე „სედანი“, რომელიც 230 კილომეტრ-საათი სიჩქარეს ავითარებდა. იმავე პერიოდში ბრეჟნევის ფარეხში გაჩნდა „მერსედეს-280”, რომელიც სპეციალურად მისთვის 1968 წლის მარტში შტუტგარტიდან ჩამოიყვანეს.
1973 წელს მოსკოვში გამართული „მერსედეს-ბენცის” გამოფენის შემდეგ, ბრეჟნევს „მერსედეს-ბენც-350 SE” მოეწონა, ავტომობილი რამდენიმე წამში 205 კილომეტრ-საათი სიჩქარეს ავითარებდა და „მერსედესის” ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი მოდელი ბრეჟნევს აჩუქა. ეს ცისფერი ავტომობილი მოსკოვის ძველ თაობას კარგად ახსოვს, რადგან ბრეჟნევი თავად იჯდა საჭესთან და მას დააქროლებდა ქუჩაში.
1978 წელს ბონში ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა, ვილი ბრანდტმა ბრეჟნევს სპორტული კუპე „მერსედეს-ბენც 450SL” აჩუქა. 1972 წელს რიჩარდ ნიქსონმა გაუგზავნა ბრეჟნევს საჩუქრად სპეციალურად საბჭოთა ლიდერისთვის, სამ დღეში აწყობილი „კადილაკ-ელდორადო”. 1974 წელს კი ამერიკელმა ბიზნესმენებმა ბრეჟნევს კიდევ ერთი ავტომობილი, „ლინკოლნ კონტინენტალი” გაუგზავნეს.
გარდა ამისა, ბრეჟნევს ჰყავდა შავი „როლს-როისი” და ოქროსფერი სპორტული კუპე „სიტროენ-მაზერატი”. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ბრეჟნევის ავტოკოლექციაში 324 ავტომობილი ირიცხებოდა.
ავტორი