“დღეს კვლავ გაგვაერთიანა დიდმა ტრაგედიამ.ასეთ ტკივილს ,, ერთ სულ და ერთ ხორც ,,შესისხლხორცება სცოდნია. ყველას თავის განცდას და სურათხატს შემოუნახავს ხსოვნის მარადისობა. უფლის მადლით ასეთი დღე ხომ ძალიან იშვიათია. ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის,19 იანვარი,უფლის მირონცხების დღე ტკივილთან ერთად ფიქრის და სინანულის დღედ დარჩება”, _ ექიმი ლეილა ოთიაშვილი სოციალურ ქსელში საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ წერს..
“სინანულის იმად, რომ ხუთი ახალგაზრდა, უმწიკლო სიცოცხლე ჩვენს თვალწინ, წამში ისე გაფრინდა ზეცად, რომ ვერ შევეხიდედ, ვერ შევაჩერეთ დემონი გზასაცდენილ სულსა და ჩვენში,ვერ ვთქვით თავის დროზე,რომ ვინც ძალადობს და მავანი ხმას არ იღებს, ისიც მოძალადეა, რომ მდუმარებაში მყოფი საზოგადოება თავის თავს ჰკლავს და სოკოებივით ამრავლებს უთქმელ, მშიშარა, ჩირგვებში მობინადრე ჰუმანოიდებს. ვისი ცხოვრების წესია ,,რაღა მე ვიყვირო?,,, ,,რაღა მე ვთქვა?,,, ,, ვითომ არ დამინახავს,,,
მერე გვიანია….მერე სიკვდილი კვლავ გვავიწყებს სათქმელს და ერთი სული გვაქვს, ოღონდ არ შევინანოთ,ოღონდ არ ვიფიქროთ…
ჩემთვის ის სისხლიანი დღე ოთარ ღვინიაშვილის ცხედრის ფაჯრისკენ ნახევრადმობრუნებულ, ნაცრისფერ სახეზე შეყინული ღიმილია, ვისაც შეეძლო ამბრაზურად ქცეულიყო, ოღონდ სხვისი სიცოცხლე გადაერჩინა,
,ვინც სიკვდილით დაგვანახვა, რომ გათითოებული საზოგადოება განწირულია, გათითოებული განსაცდელი არ არსებობს…
რომ ის სიცოცხლის ჭეშმარიტი რაინდია,რამეთუ შეუძლია სიკვდილს ჩახედოს თვალებში ჩვენი სულების გადასარჩენად.
ვუსამძიმრებ მთლად საგარეჯოს.
დღეს გარეჯის მიწამ გულში ჩაიხუტა ჩვენი ღირსეული ბიჭები.
დღეს მათი სისხლი ცას შეღაღადებს,უფალი ჰფარავდეს მათ უმწიკლო სულებს”. _ წერს ლეილა ოთიაშვილი.