გაცნობებთ, რომ ბოლო დროს გაიზარდა ინტერნეტ თაღლითობის შემთხვევების რაოდენობა, _ ამის შესახებ განცხადებას ლიბერთი ბანკი ავრცელებს.
“გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და არ გააზიაროთ თქვენი პერსონალური და საბანკო მონაცემები. სიფრთხილით მოეკიდეთ ინტერნეტში განთავსებულ მაცდურ შემოთავაზებებს.
თუ თქვენი საბანკო მონაცემები საეჭვო გვერდზე შეიყვანეთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით, დაბლოკეთ ბარათი ან/და შეცვალეთ ინტერნეტ ბანკის პაროლი. დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტ უსაფრთხოების შესახებ: https://bit.ly/3WD9RvT “_ ნათქვამია განცხადებაში.