ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზრო რეჟიმის დაწესებას.
2022 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად მოსახლეობის 69% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს, ეს მაჩვენებელი გაზრდილია მარტთან შედარებით, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მხარს 66% უჭერდა.
აღნიშნულ კითხვას დადებითად 69%-მა უპასუხა, 21% თქვა, რომ სავიზრო რეჟიმი არ უნდა შემოვიღოთ, ხოლო 10%-მა თქვა, რომ არ იცის.
NDI – სკვლევის მიხედვით, სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში.
NDI წერს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ:
რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობა რუსი ხალხის მიმართ დადებითადაა განწყობილი – კითხვას დადებითად 56%-მა უპასუხა, 38% თქვა, რომ უარყოფითად, 6% თქვა, რომ არ იცის, ხოლო 1% უარი პასუხზე.
NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.
ავტორი