ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. კვლევის მიხედდვით ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია
გამოკითხული მოსახლეობის 48% თქვა, რომ მდგომარეობას ცუდად აფასებს, 2%-მა თქვა, რომ არ იცის, 44%-მა მდგომარეობა საშუალოდ შეაფასა, ხოლო კარგად 6%-მა.
NDI-ის ცნობით, ეკონომიკის მთავარ გამოწვევებად უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ხელფასი დასახელდა. ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობას, 51%-ს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
კვლევის მიხედვით, ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია.
ასევე კვლევის მიხედვიტ, უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით.
სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში კი, უმუშევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს.
ავტორი