„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ტრაგედია დატრიალდა ოზურგეთში, ანასეულში. მეხუთე საჯარო სკოლის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც ცნობილია, სკოლის სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, აქ გუშინ, 5 თებერვალს დაიწყეს ძველი შენობის დაშლა. ტრაგედია კი დღეს მოხდა.
ადგილზე მისულია პოლიცია და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.
ავტორი