ბელგიის აუქციონზე გამოყვანილი 245 მტრედიდან ერთ-ერთი 328 ათას დოლარად გაიყიდა , ის ჩინელმა მაგნატმა შეიძინა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მთლიანობაში ჩიტების შეძენაზე 2,5 მილიონი დოლარი დაიხარჯა,
ჩინელი გემთმშენებელი მაგნატი, ასევე სამხრეთ- ჩინეთის მტრედების რბოლების კომპანიის მფლობელია. მისი მიზანია გააფართოვოს თავისი ბიზნესი, რომელიც ბრიტანეთში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და გერმანიაში საკმაოდ პოპულარულია.
ჩიტებიდან იგებს ის რომელიც დანიშნულების პუნქტამდე ყველაზე სწრაფად მიფრინდება.
აქამდე ყველაზე ძვირად, 225 ათას დოლარად საფოსტო მტრედი 2014 წელს ჩატარებულ აუქციონზე გაიყიდა.
ავტორი