ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს წლის ბოლომდე მიაღწევს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება არასწორი იქნებოდა.
Rossiya-1-ზე გადაცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთს აქვს ძალები, რომ აიღოს უკრაინის დედაქალაქი კიევი, საიდანაც იგი განდევნეს ომის პირველ კვირებში , უკრაინის მეორე ქალაქი ხარკოვი და მთავარი პორტი- ოდესა.
„მე მჯერა, რომ წლის ბოლომდე ჩვენ 100%-ით შევასრულებთ დასახულ ამოცანას“, – განაცხადა კადიროვმა.