სამტრედიაში, სოფელ იანეთის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული მგზავრები “ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.
სამ დაზარალებულ ქალბატონთა შორის ორი – დედა და შვილია. სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. ამჟამად კვლევა დასრულებულია. აღმოჩნდა, რომ საშუალო სიმძიმის ტრამვებია. მიმდინარეობს დაკვირვება.
ადგილობრივი მედპერსონალის განმარტებით, ორს, სავარაუდოდ, გაწერენ ბინაზე, ერთი კი, შესაძლოა, დასტაციონარდეს.
ავტორი