პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მოუწოდა ნატოს უფრო სწრაფად იმოქმედოს რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში. მან ხაზგასმით აღნიშნა უსაფრთხოების ახალ გეგმების მნიშვნელობა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგისთვის.
„ჩვენ გვინდა, ვიყოთ რაც შეიძლება თვითკმარი და სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენ გვინდა, რომ ნატო უფრო სწრაფად რეაგირებდეს პოტენციურ თავდასხმაზე“, – განაცხადა დუდამ.
ეს მოწოდება გაკეთდა ორი დღის შემდეგ, რაც ნატოს თვითმფრინავებმა პოლონეთის მახლობლად სამი რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააკავეს.
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უცნობი თვითმფრინავი მიუახლოვდა პოლონეთის ნატოს პასუხისმგებლობის ზონას კალინინგრადის მხრიდან – რუსული ანკლავი, რომელიც მდებარეობს ნატოსა და ევროკავშირის წევრ პოლონეთსა და ლიტვას შორის.