მაშველებმა თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ნანგრევებიდან, მიწისძვრიდან 261 საათის შემდეგ, ორი მამაკაცი ამოიყვანეს.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა „ტვიტერში“ წერს, რომ 33 და 26 წლის მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ორივე ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 000-ს აჭარბებს. დაკარგულების ძებნა ისევ გრძელდება. ცნობისთვის, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა.