ესპანეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა ცნობილია.
მასშტაბური სპეცოპერაცია მადრიდში ჩატარდა. ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფება აიყვანეს. “კანონიერი ქურდების” დაკავება – ამ სათაურით ავრცელებს ინფორმაციას ადგილობრივი მედია.
სტატიებში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მადრიდში 25 ადამიანი დააკავა, ისინი ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.
როგორც ირკვევა, დაკავებულებს შორის 5 ქალია. ისინი ოჯახებში დამხმარეებად მუშაობდნენ.
“რუსთავი 2” ესაუბრა მათ ახლობლებს. ნაწილს არ სურს მედიასთან გამოჩენა, ნაწილი კი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის.
წყარო: რუსთავი2