რუსეთი იბრძვის თავისი „ისტორიული მიწებისთვის“ – განაცხადა პუტინმა სამშობლოს დამცველის დღის აღსანიშნავად, სახელმწიფოს ორგანიზებულ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას.
პუტინმა “ლუჟნიკებზე” შეკრებილებს მოკლე სიტყვით მიმართა:
“უმაღლესი სამხედრო სარდლობისგან ახლახან გავიგე, რომ სწორედ ამ მომენტში მიმდინარეობს ბრძოლა ჩვენს ისტორიულ მიწებზე, ჩვენი ხალხისთვის. მას ხელმძღვანელობენ ისეთივე მამაცი მებრძოლები, როგორებიც ჩვენ გვერდით დგანან ახლა აქ…მე ქედს ვიხრი ყველა თქვენგანის წინაშე“, – თქვა მან.
ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ კი სცენაზე მდგარ სამხედრო პერსონალს ხელი ჩამოართვა.
“როცა ჩვენ ერთად ვართ, ვერავინ იქნება ჩვენი თანასწორი. რუსი ერის ერთიანობისთვის!“ თქვა პუტინმა.
მოსკოვის ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ კონცერტს ძირითადად საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ – წერს The Moscow Times.