ინგლისში, ნორთჰემფშირის საგრაფოს ქალაქ ბეგბრუკის მახლობლად, უკანასკნელ ხანს გარეული გედი უკვე მესამე ადამიანს დაესხა თავს.
ბოლო მსხვერპლი 20 წლის ნიჩბოსანი ტაისონ დევისი აღმოჩნდა.
სპორტსმენი მშვიდად მიცურავდა არხში, როცა უკნიდან სისინი და ფრთების ტყლაშუნი მოესმა. რამდენიმე წამში კი გააფთრებული გედი დაეძგერა. ძლიერმა დარტყმამ ნავი გადააბრუნა და დევისი ცივ წყალში აღმოჩნდა.
მართალია, გედს შეტევა აღარ გაუგრძელებია და მისი „დახრჩობა” აღარ უცდია, მაგრამ ტაისონი კი ძალიან გააცხარა.
„გედი ამაყად გამეცალა და იმდენად კმაყოფილი ჩანდა, იმის მიუხედავად, რომ ამ ფრინველებს კანონი იცავს, ძალიან მინდოდა, მისთვის უკანასკნელი სიმღერა მემღერებინა…. თუმცა იქვე მისი სატრფო რომ დავინახე, მაშინვე გამიარა წყენამ – ის ხომ მას ერთგულად იცავდა…”
ავტორი