ერთ-ერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, 25 წლამდე გოგო გადმოხტომას ცდილობდა, _ ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
შემთხვევა თოდრიას ქუჩის მიმდებარედ მოხდა. ახალგაზრდას გადარჩენა, პატრულის თანამშრომლებმა შეძლეს, მათ გოგონას გადმოხტომის საშუალება არ მისცეს.
ახალგაზრდასთან წამოწყებული საუბრის შემდეგ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გოგონას აივნის მოაჯირიდან ჩამოყვანა შეძლო.
ადგილზე როგორც საპატრულო ისე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.